რუსეთმა განაცხადა, რომ აუქმებს დროებით აკრძალვას ბენზინის ექსპორტზე

რუსეთმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ აუქმებს დროებით აკრძალვას ბენზინზე, რომელიც მან სექტემბერში დააწესა ფასების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, ქვეყანაში მზარდი ინფლაციის ფონზე.
“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 17 ნოემბრიდან გააუქმოს დროებითი აკრძალვა საავტომობილო ბენზინის ექსპორტზე, რომელიც დაწესდა 21 სექტემბერს, როგორც გასატარებელი ზომების კომპლექსის ნაწილი, შიდა ბაზარზე ფასების მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით,” – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ.
ამან დროებით შეზღუდა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, რათა თავიდან აცილებულიყო დეფიციტი შიდა ბაზარზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო “შიდა ბაზარზე ფასების მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით”. ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნავთობის გადამუშავების მაღალი მოცულობის შენარჩუნების ფონზე …უზრუნველყოფილია შიდა ბაზრის გაჯერება”, იტყობინება ის გააგრძელებს ფასებისა და წარმოების მონიტორინგს და არ გამორიცხავს მომავალში აკრძალვის კვლავ შემოღებას.
ამ განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასმა სწრაფად აიწია, Brent-ის ფასი 3.09 პროცენტით გაიზარდა და ბარელის ფასმა 79.81 დოლარს მიაღწია. ამასობაში, აშშ-ში მოპოვებული West Texas Intermediateის ტიპის ნავთობის ფასი 3.02 პროცენტით გაიზარდა და ბარელის ფასი 75.10 დოლარი გახდა.
რუსეთის მთავარმა ნავთობკომპანიებმა ბოლო დღეებში მთავრობას აკრძალვების გაუქმებისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ