რუსეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყო ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნები

რუსეთმა სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო სარაკეტო შენაერთების წვრთნები, რომელიც მიზნად ისახავს არასტრატეგიული, იგივე ტაქტიკური ბირთვული იარაღის „მომზადების და გამოყენების საკითხების დამუშავებას“.
თავდაცვის სამინისტრომ 21 მაისს, საღამოს განაცხადა, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით დაიწყო სწავლების პირველი ეტაპი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სარაკეტო შენაერთები და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია წვრთნებისთვის გამოიყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს, „ისკანდერს“ და აერობალისტიკურ რაკეტებს, „კინჟალს“. რამდენ ხანს გასტანს სწავლება, დაკონკრეტებული არ არის.
ს თავდაცვის სამინისტრომ პირველად 6 მაისს განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა პუტინმა გენერალურ შტაბს დაავალა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად ჩაატაროს სარაკეტო შენაერთების სწავლება, რომელშიც ჩაერთვებიან ავიაცია და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები. წვრთნების დაწყების დრო დასახელებული არ ყოფილა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ წვრთნები მიმართულია „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცაკლეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“.
ვის და რომელ განცხადებებს გულისხმობდნენ, დაკონკრეტებული არ ყოფილა. მანამდე რუსეთის ხელისუფლებისგან მწვავე რეაქციები მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ს მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ში დასავლეთის ჯარების გაგზავნა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ს განცხადებას, რომ უკრაინის უფლებაა ბრიტანეთისგან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ამოცანად განსაზღვრულია რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთის დაცვა. ამ ოლქში შემავალი შენაერთები დისლოცირებული არიან როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის როსტოვის, კრასნოდარის, ასტრახანის, სტავროპოლის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და სომხეთის ქალაქ გიუმრიში.

ასევე დაგაინტერესებთ