რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ გამოსცადა

ს პრეზიდენტის ს განცხადებით, რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.
„ეს უნიკალური იარაღია, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
„გადამწყვეტი გამოცდები დასრულდა. ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი – ეს ცხადია. ყველა რეგულაცია უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, ძირითადი მიზნები მიღწეულია“, – განაცხადა პუტინმა.
მან ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს დაავალა, განსაზღვროს რაკეტის კლასი და მოამზადოს ინფრასტრუქტურა მისი განლაგებისთვის.
გერასიმოვმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რაკეტა 21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმ-ის მანძილზე იფრინა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.