რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი თქვა – სოხუმს სასწრაფოდ ესაჭიროება 2 მილიონი დოლარი

რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი თქვა, – ინფორმაციას JAMnews-ის სოხუმის რედაქცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის თქმით, იმისთვის, რომ სოხუმი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, სასწრაფოდ უნდა გამონახოს 2 მილიონ დოლარზე მეტი.
თანხის სწრაფად მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს ვლადიმერ დელბაც.
„ჩვენ ვეძებთ ფულს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ დავტოვოთ“, – განაცხადა ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე გაიზარდა.
“აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული ჯენტლმენური შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი იღებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს. 2020 წლამდე ეს სავსებით საკმარისი იყო, მაგრამ ბოლო წლებში ელექტროენერგიის არალეგალურმა მოპოვებამ (ე.წ. მაინინგმა) გაზარდა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან 3 მილიარდ მეგავატამდე, წარმოქმნილმა დეფიციტმა კი ნაწილობრივ დაფარა რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიწოდებული ნაკადი. ასე რომ, მოსკოვმა დატოვა ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების პრაქტიკა – ახლა აფხაზეთმა ამაში ფული უნდა გადაიხადოს“, – წერს Jam News-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად