„რუსეთი ძალიან ფრთხილად ეკიდება საკუთარ ბირთვულ პოტენციალს“ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი ძალიან ფრთხილობს საკუთარ ბირთვულ პოტენციალთან მიმართებით და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ბირთვული ომის დასაწყებად მზადყოფნის შესახებ აბსოლუტურად გიჟურია.
ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სტუდენტურ საინფორმაციო არხთან, ,,MGIMO 360”-ს თან ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის ასეთი უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა, გვესმის აბსოლუტურად გიჟური ბრალდებები [რუსეთის წინააღმდეგ], რომ მზად ვართ ბირთვული ომი დავიწყოთ. მე აბსოლუტურად მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ სიგიჟეა, მიუღებელია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რუსეთი, როგორც უზარმაზარი და ძლიერი ქვეყანა, უაღრესად პასუხისმგებელია იმის მიმართ, რაც აქვს.
„თქვენ იცით, როგორც ძლიერი ადამიანი ექცევა თავის ძალას ძალიან პასუხისმგებლობით, ასევე ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო ექცევა თავის ძალას დიდი ყურადღებით და ძალიან ფრთხილად. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტიპის რიტორიკასაც კი იარაღად იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ კვაზი-ომებში“, – აღნიშნა პესკოვმა.
იგი რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ პროცესში კარგს ვერაფერს ხედავს.
„რა თქმა უნდა, კარგი არაფერია იმაში, რომ ახლა ჩვენ ყველანი ერთად განვიცდით ასეთი ძალიან მკაცრი დაპირისპირების პერიოდს, რასაც ჩვენ კოლექტიურ დასავლეთს ვუწოდებთ. ეს საკმაოდ ცუდია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ურთიერთობების ყველა სისტემა გარდაქმნის ეტაპზეა.
კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები თავს გრძნობენ როგორც „მსოფლიოს ნამდვილ მმართველები“ და ჰგონიათ რომ აქვთ ფლება, იხელმძღვანელონ არა კანონებით, არამედ წესებით, „ზუსტად იმ წესებით, რომლებიც თავად დააწესეს“.