შეგნებულად დაესხა თავს SOCAR-ს ოდესაში – ზელენსკი

„ეს იყო შეგნებული რუსული დარტყმა ოდესის ენერგოობიექტზე, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანიას ეკუთვნის. ანუ ეს არის დარტყმა ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე“ ,– დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა მ 2025 წლის 18 აგვისტოს ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობბაზაზე ს იერიშის შესახებ.
როგორც აზერბაიჯანული Trend წერს, 2025 წლის 18 აგვისტოს ღამეს ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობბაზა მასირებულ იერიშს დაექვემდებარა რუსეთის „შაჰედის“ ტიპის უპილოტოების მხრიდან – თავდასხმამ გამოიწვია პირდაპირი დარტყმების სერია და ხანძარი. დაზიანდა რეზერვუარები, სატუმბი სადგურის შენობა, საოპერატორო და ტექნიკური ნაგებობები, აგრეთვე ბაზის ღობე. ნავთობბაზის საცავების საერთო მოცულობა 16 ათას კუბურ მეტრს აღემატება. ამჟამად ტარდება ექსპერტიზა ზიანის ოდენობის დასადგენად, აგრეთვე მიმდინარეობს სასწრაფო აღდგენითი სამუშაოები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი