რუსეთი ქვეყნიდან აძევებს ბრიტანელ დიპლომატს – მას ჯაშუშობა ბრალდება

რუსეთი ქვეყანას ატოვებინებს ბრიტანელ დიპლომატს, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივანს, ედვარდ პრიორ უილკსს. მას დიპლომატის საფარქვეშ ჯაშუშობა დასდეს ბრალად.
ს უშიშროების სამსახურმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ უილკსი იყო „გამოუცხადებელი სადაზვერვო ყოფნის“ ნაწილი რუსეთში, რამაც გააძლიერა დაძაბულობა მოსკოვსა და ლონდონს შორის.
“ეფესბეს” თანახმად, უილკსი რუსეთში ყალბი მონაცემებით ჩავიდა და ეწეოდა „სადაზვერვო და ძირგამომთხრელ საქმიანობას“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მას აკრედიტაცია ჩამოართვეს და რუსეთის დასატოვებლად ორი კვირა მისცეს.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ დღეს, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების სია გააფართოვა და რუსეთში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის გამოჩენილ მოხელეებს, სამხედროებსა და ჟურნალისტებს, სულ 30 პირს.

ასევე დაგაინტერესებთ