რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნების გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს | ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ “ვერ ხედავს მიზეზს” გადახედოს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს. “ტასი” წერს, რომ ამის შესახებ ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინის წინააღმდეგ ომი] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნებს აღწევს. უზენაესი მთავარსარდალი აკონტროლებს ამ ოპერაციას მუდმივად. და ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაიხედოს ჩვენი მიზნები”, – თქვა ლავროვმა.
რუსეთი ში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. კრემლის მტკიცებით, “ოპერაციის” მიზანი უკრაინის “დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციაა”.

ასევე დაგაინტერესებთ