რუსეთი უკრაინიდან საზღვრის 3 მიმართულებით გარღვევის მცდელობას ადასტურებს

ადასტურებს, რომ ბელგოროდსა და კურსკში უკრაინის მხრიდან რუსეთის საზღვრის გარღვევის მცდელობას ჰქონდა ადგილი – “დღეს დილით, 12 მარტს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ნაწილებთან ერთად, ჩაშალეს ს რეჟიმის მცდელობა, გაეღწია რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიაზე ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვის დროით დაახლოებით დილის 3 საათზე, “სამოქალაქო სამიზნეების ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, უკრაინული ტერორისტული ფორმირებები ტანკებითა და ჯავშანტექნიკით ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ერთდროულად შეჭრას სამი მიმართულებით. ბელგოროდის რეგიონის ოდნორობოვკას, ნეხოტეევკასა და სპოდარიუშინოს დასახლებებიდან”.
რუსეთის თავდაცვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა “უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა თავდასხმა” მოიგერიეს.
შეგახსენებთ, ლეგიონებმა “свобода россия” (რუსეთის თავისუფლება), РДК (რუსეთის მოხალისეთა კორპუსი) და “ს ბატალიონი” გაავრცელეს ცნობა, რომ -რუსეთის საზღვარი გადალახეს და ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შევიდნენ.
ცნობისთვის, ეს დაჯგუფებები უკრაინის მხარეს იბრძვიან.