რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს მსხვერპლის გამომწვევ შეტევაში კურსკის „პლაჟსა“ და რილსკზე

რუსეთის ამ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის მიერ დღეს, 9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით ქალაქ კურსკში დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი.
ხინშტეინის ცნობით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ეს პირები ქალაქ კურსკის „პლაჟ გოროდსკოიზე“ იმყოფებოდნენ დრონებით შეტევის გამო ხალხის ევაკუაციის მიზნით, როცა აფეთქება მოხდა. გუბერნატორის თანახმად, დაჭრილია 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
ქალაქი კურსკი მდინარეების, სეიმის და ტუსკარის ნაპირებზე მდებარეობს. საჯარო წყაროების თანახმად, „გოროდსკოი“ კერძო პლაჟია.
ხინშტეინის განცხადებით, დრონებით თავდასხმა იყო კურსკის ოლქის ქალაქ რილსკზეც, სადაც ორი ადამიანი დაშავდა. გუბერნატორის მტკიცებით, შეტევა იყო ქალაქის იმ რაიონზე, სადაც ცენტრალური საავადმყოფო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შენობა და კომპანია „აგროფირმის“ ოფისია. ხინშტეინის თანახმად, შენობები დაზიანებულია.
ს რუსეთის კურსკის ოლქზე დრონებით ამ შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 86 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 23 – კურსკის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის