რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” სადგურზე შეტევის მცდელობაში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 24 მარტს, განაცხადა, რომ ღამის ორი საათისთვის „ს რეჟიმმა“ კრასნოდარის მხარეში უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის, „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ნავთობის საქაჩ სადგურ „კროპოტკინსკაიას”.
თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ს საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონი „გზად დაიჭირა“ სადგურიდან შვიდ კილომეტრში და მისი ფრაგმენტები ჩამოცვივდა რკინიგზის სადგურ „კავკაზკაიასთან“.
ს ნავთობის საქაჩ სადგურზე დღევანდელი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის თაობაზე გავრცელებულ ცნობებში, როგორც წესი, კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. დღევანდელ ოფიციალურ შეტყობინებაში ენერგოობიექტის დაკონკრეტება სამინისტროს, სავარაუდოდ, დასჭირდა იმის სათქმელად, რომ უკრაინა განაგრძობს ენერგოობიექტებზე დარტყმას, მიუხედავად იმისა, რომ -ს სხვა ინფორმაციას აწვდის.
კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის საქაჩ სადგურ „კროპოტკინსკაიაზე” დრონებით შეტევა იყო 17 თებერვალსაც. უკრაინის სპეცსამსახურებში დაადასტურეს, რომ ეს მათი ოპერაცია იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 მარტსაც დაასახელა კონკრეტული ენერგოობიექტი, რომელსაც, მისი ინფორმაციით, უკრაინამ დრონებით შეუტია – კრასნოდარის მხარის სტანიცა კავკაზსკაიაში მდებარე ნავთობის საცავი.
ერთი დღით ადრე, 18 მარტს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ლიდერების შეთანხმებით, მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით.
20 მარტს რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში დაარტყეს გაზის გამზომ სადგურს. უკრაინის გენშტაბმა ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა