რუსეთი სანქციებს შეეჩვია, დროის ფლანგვაა ჩვენი სანქციებით შეშინების მცდელობა – პესკოვი

კრემლი უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და -ს ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
დასავლელი ლიდერები 12 მაისიდან, 30 დღით ცეცხლი სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუ ამ ინიციატივას მხარს ს დაუჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი დასავლური სანქციები დაუწესდება.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვმა კრემლის პროპაგანდისტთან ინტერვიუში დასავლელი ლიდერების მიერ გახმოვანებულ შესაძლო დამატებით სანქციებზე თქვა, რომ ეს რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან რუსეთი “სანქციებს უკვე შეეჩვია”.
“სანქციებს ჩვენ ყველანი უკვე შევეჩვიეთ. უკვე იდეაც კი გვაქვს იმის შესახებ, თუ რას გავაკეთებთ მათი დაწესების შემდეგ, როგორ მოვახდენთ მათი შედეგების მინიმიზაციას და ა.შ. ჩვენ ამის გაკეთება უკვე ვისწავლეთ”. – თქვა პესკოვმა.
პუტინის სპიკერის თქმით, დასავლელი ლიდერების მიერ დამატებითი სანქციების დაანონსება “დროის ფლანგვა”.
“შესაბამისად, მცდელობა იმისა, რომ ამ სანქციებით შეგვაშინონ, დროის ფლანგვაა. ეს უფრო მათი პრობლემაა, რომ მოუსვენრად გრძნობენ თავს”. – დაამატა პესკოვმა.
პესკოვმა ევროპული ქვეყნები წინააღმდეგობრივი და კონფრონტაციული განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა.
“ჩვენ ვისმენთ მრავალ წინააღმდეგობრივ განცხადებას ევროპიდან. მათ ძირითადად კონფრონტაციული ხასიათი აქვთ, ვიდრე ის მიზანი, რომ ჩვენი ურთიერთობები აღდგეს. სხვა არაფერი”. – თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
და ყველა მოკავშირე მზად არის სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში, მინიმუმ 30 დღით, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება”. – აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი, ამან შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებებს გზა გაუხსნას.
მანამდე, 9 მაისსაშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს.
“განვიხილეთ მშვიდობის მისაღწევად განგრძობადი ძალისხმევის საჭიროებაც, მათ შორის, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამისთვის უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ტრამპმა შეკითხვები დასვა ბრძოლის ველზე მიმდინარე სიტუაციის შესახებ და მე მას მოკლედ გავაცანი ეს.
ასევე შევატყობინე, რომ უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, დღეს რომც დაიწყოს. ჩვენ რუსეთს ველოდებით, რათა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას”. – დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ თქვა, აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. მისივე თქმით, ის, როგორც პრეზიდენტი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფს.
“აშშ იდეალურ შემთხვევაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა ამ პირდაპირი მოლაპარაკების პატივისცემაზე პასუხს აგებს. თუ ცეცხლის შეწყვეტა დაცული არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ”. – წერს ტრამპი.
10 მაისს კიევში გაერთიანებული სამეფოს,საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ჩავიდნენ.
“აშშ-სთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დაეთანხმოს სრულ და უპირობო 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის”. – ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.