რუსეთი, სავარაუდოდ, გაააქტიურებს შეტევით ოპერაციებს, სანამ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარება ჩავა

ს შეიარაღებული ძალები, უახლოეს კვირებში, დიდი ალბათობით, ში გაააქტიურებენ შეტევით ოპერაციებს, რათა ისარგებლონ პერიოდით, სანამ უკრაინაში -ის სამხედრო დახმარება ჩავა. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
ბოლო პერიოდში, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებდნენ და ზოგიერთ რაიონში ააქტიურებდნენ შეტევით ოპერაციებს – ამაში, ექსპერტთა აზრით, ერთი მხრივ, მათ ეხმარებოდა მშრალი ამინდი და მეორე მხრივ, უკრაინელი სამხედროების შეიარაღების ნაკლებობა.
აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი სამხედრო დახმარების მოლოდინის პარალელურად, სავარაუდოდ, გააქტიურდება როგორც შეტევითი ოპერაციები, ისე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები.
თუმცა, ISW-ის თანახმად, უკრაინელი სამხედროების შეიარაღების გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას და ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შეძლებენ ისეთ გარღვევას, რაც გამოიწვევს ფრონტის ხაზის განადგურებას.
20 აპრილს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა. ეს ნაწილია უფრო ფართო პაკეტისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დახმარებას ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებისთვისაც, მათ შორის სთვის და ტაივანისთვის.
მთლიანობაში პაკეტი მოიცავს 95,3 მილიარდ დოლარს, რაც შეესაბამება იმ თანხას, რომელიც აშშ-ის სენატმა თებერვალში დაამტკიცა. მაგრამ წარმომადგენელთა პალატის პაკეტში რამდენიმე განსხვავებაა სენატის დოკუმენტთან შედარებით. მიმომხილველთა აზრით, ამ განსხვავებების მიზანი იყო, დაეშოშმინებინა წარმომადგენელთა პალატის კონსერვატორები.
დოკუმენტის თანახმად, უკრაინა მიიღებს 60,84 მილიარდ დოლარს.
როგორც Politico იტყობინება აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეებზე დაყრდნობით, პენტაგონი ემზადება, სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის უკიდურესად აუცილებელი იარაღის სია, მათ შორის საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო საამისოდ ელოდებოდა დახმარების კანონპროექტის დამტკიცებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ