ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ ჩაატარებს

რუსეთის, ოკუპირებული სა და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ გამართავენ. ინფორმაციას რუსული მედია ს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება და მასში მონაწილეობას აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ს გვარდიის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის -ს თანამშრომლები მიიღებენ. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, – განაცხადა კიუტმა.
მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.