რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან რეგულარულ ავიამიმოსვლას დღეიდან იწყებს

დღეიდან, 1 მაისიდან რეგულარულ სამგზავრო ავიამომოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, სოხუმის აეროპორტში, რომელსაც საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია.
მოსკოვი-სოხუმის პირველ რეისს ვნუკოვოს აეროპორტიდან შეასრულებს ავიაკომპანია UVT aero, რომელიც ში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორისაა.
ვნუკოვოს აეროპორტის საიტზე გამოქვენებული განრიგის მიხედვით, თვითმფრინავი სოხუმისკენ მოსკოვის დროით 14:30 საათზე გაემგზავრება, დღესვე რეისს შეასრულებს სოხუმიდანაც და ვნუკოვოს აეროპორტში 23:00 საათზე დაეშვება. რეისს 50-ადგილიანი თვითმფრინავი Bombardier CRJ-200 შეასრულებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 30 აპრილს განაცხადა, რომ 30 წელზე მეტხნიანი შესვენების შემდეგ, 1 მაისიდან აფხაზეთში ფრენები განახლდება, UVT aero პირველ რეისს 1 მაისს, ხოლო მეორეს 3 მაისს შეასრულებს და ამის შემდეგ კვირაში ერთხელ იფრენს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, 6 მაისიდან ავიაკომპანია „იკარი“ კვირაში ერთხელ შეასრულებს რეისებს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში. ეს რუსული ავიაკომპანიაც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს „იკარმა“ სოხუმში რეისი შესაძლოა, ქალაქ უფიდანაც შეასრულოს, ხოლო ავიაკომპანია „სევერნი ვეტერმა“ 4 ივნისს – ყაზანიდან.
სამინისტრო არ გამორიცხავდა, რომ 31 მაისიდან მოსკოვიდან სოხუმში ფრენას დაიწყებდა სანქცირებული „აეროფლოტიც“, თუმცა, რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ ეს უარყო.
სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს.
2023 წელს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შეთანხმება. 2025 წლის თებერვალში რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში საცდელი ავიარეისი შესრულდა.
მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.
თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული ს თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.
ფორუმი