რუსეთი მზადაა საქართველოსთან “ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობისთვის” – ლავროვის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ამბობს, რომ მზად არის საქართველოსთან “ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ საკითხებში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია”.
“ჩვენ მზად ვართ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზას გავყვეთ. ასე რომ, ზოგადად, თბილისზეა დამოკიდებული, თუ რა ქმედებებს გააგრძელებს”, – ამბობს მიხაილ გალუზინი გამოცემა იზვესტიასთან.
გამოცემა ასევე აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები “ინტენსივობისკენ მიისწრაფვის”.
გრიგორი კარასინმა თქვა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება და ამით “მოხარული იქნება”.
დღეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაც და კრემლის ჩვეული, პროპაგანდისტული რიტორიკა გაიმეორა.
მარია ზახაროვას თანახმად, აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული ს და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.
ამასთან, ის იწონებს ქართული ოცნების მთავრობის განცხადებებს და აცხადებს, რომ “ბოლო წელს ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ს აგრესიის აღიარება, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები – მოლაპარაკებების წინსლივს იმედს იძლევა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად – ყველაზე სწორი იქნება, გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში და აქედან გაგვიშვათ

გიორგი ტერიშვილი – არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის! ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს – ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!