: ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი

რუსეთმა შაბათს განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში, რომელიც ს ფედერაციას აქვს ოკუპირებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა.
პასეჩნიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს საცხობზე, რომლის ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, დაბომბვის შედეგად ორსართულიანი შენობა დაინგრა, დაიღუპა ხუთი ადამიანი.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება სამხედრო კომენდატურაზე დაყრდნობით, ლისიჩანსკში საცხობზე დარტყმის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი და 10 დაიჭრა, ნანგრევების ქვეშ კი სავარაუდოდ 23 ადამიანია მოყოლილი.
უკრაინის მხარეს ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ