კვლავ ითხოვს “საქართველო-სა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციას” და “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას

რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და საქართველოს მიერ “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას.
ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ ავრცელებს.
“რეგიონში საერთო ვითარების შემდგომ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა საქართველო-სა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით”, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც სახელმწიფო გამოცემა TASS-ი ციტირებს.
ასევე, აღინიშნება, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ მონაწილეებს ყურადღება გაამახვილებინა “საქართველოს გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის პირებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაჟღერებული შემრიგებლურ განცხადებებზე”.
“ხაზგასმულია დაანონსებული ზრახვების ხელახლა დადასტურების მნიშვნელობა… და ასევე, მათი ტრანსფორმაცია კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში, უპირველეს ყოვლისა, იურიდიულ ვალდებულებებში საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე, შესაბამისი შეთანხმების ფორმით”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია “სერიოზულ გამაღიზიანებლად” რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის