რუსეთი ისევ აფრთხილებს სომხეთს – “ორ სკამზე ჯდომა არ გამოვა”

“სომხეთი ვერ მოახერხებს ევროკავშირში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ ) ერთდროულად წევრობას – „ორ სკამზე ვერ დაჯდები“. ამის შესახებ ერევანში გამართული ფორუმის – „დაპირისპირება აღმოსავლეთი – დასავლეთი. უკრაინული განზომილება. მომავლის სცენარები“ – ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.
26 მარტს სომხეთის პარლამენტში (სადაც 107 ადგილია) მმართველი გუნდის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტის მეორე მოსმენას. ამასთან, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს ერევანის გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად დაწყებას, რადგან საკითხის განხილვა რეფერენდუმზე უნდა მოხდეს. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საზოგადოებრივი ინიციატივის შედეგია და მას საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები დაუგროვდა.
იქამდე მსგავსი განცხადება რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა გააკეთა მედიასთან.
“სომხეთს არ შეეძლება „ორ სკამზე ჯდომა“, მას მოუწევს არჩევანის გაკეთება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს (ЕАЭС) და ევროკავშირს შორის”, – თქვა ოვერჩუკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

ირაკლი გედენიძე – იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვითქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო