რუსეთი თავის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

დღეს, 1 ივლისს გამთენიისას აფეთქებები იყო ს სარატოვის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სარატოვში და ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის საცავი მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონებით შეტევა მოიგერია. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ენგელსის სამხედრო აეროდრომზე და ნავთობის საცავზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა არაერთხელ მიიტანეს, მათ შორის 2025 წლის ივნისშიც.
დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარიც. მის ტელეგრამ-არხზე 1 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს რვა რაიონში, მათ შორის დონის როსტოვში, ტაგანროგში, ნოვოშახტინსკსა და მილეროვოში.
ტაგანროგსა და მილეროვოში სამხედრო აეროდრომებია, ხოლო ნოვიშახნტინსკში – ნავთობპროდუქტების ქარხანა, რომლებიც არაერთხელ იყვნენ უკრაინის დარტყმის სამიზნეებს შორის.
რაც შეეხება დღევანდელი შეტევის შედეგებს, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სლიუსარი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქალაქ ტაგანროგში დაზიანებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის გამავლობაში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 60 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 17 – ყირიმში, 16 – როსტოვის ოლქში, 11 – აზოვის ზღვის თავზე, 5 – კურსკის ოლქში, 4 – სარატოვის ოლქში, 3 – შავი ზღვის თავზე, 2 – ბელგოროდის ოლქში, 1 – ვორონეჟში და 1 – ორიოლის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ აკონკრეტებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და შედეგებს.
ს რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი