რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს

რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს და ორგანიზაციისთვის ფინანსურ გადარიცხვებს წყვეტს. ამის შესახებ ს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
ვოლოდინის თქმით, 21 თებერვალს რუსეთის პარლამენტის (ფედერალური კრების) ორივე პალატა – სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო – სინქრონულად მიიღებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.
სახელმწიფო დუმის პლენარული სხდომის დროს, ვოლდინმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უწოდა “სრულიად არადამოუკიდებელი პოლიტიზებული ორგანიზაცია, რომელიც ვაშინგტონის დაკრულზე ცეკვავს.”
“ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ის არის, რომ ფულსაც ვიხდით, თანაც ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელები ვართ, ამიტომ უნდა გამოვიდეთ, სახსრების გადარიცხვა შევწყვიტოთ”, – განაცხადა ვოლოდინმა.