რუსეთი დღეში 600 ათას ბარელ ნავთობპროდუქტს კარგავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა ში შეჭრამდე რუსული ნავთობით ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრის, ნავთობის საერთაშორისო კომპანია Gunvor Group-ის ხელმძღვანელმა ტორბიორნ ტორნკვისტმა. რუსეთიდან საწვავის ექსპორტი დღეში რამდენიმე ასეული ათასი ბარელით დაეცა, – თქვა ტორნკვისტმა.
ამ ფონზე, როგორც სააგენტო წერს, დიზელის საწვავის ფიუჩერსები ოთხჯერ გაიზარდა, ბენზინის ფიუჩერსები კი – ექვსჯერ.
ბანკ JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების გამო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე დღეში 900 000 ბარელით შემცირდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა ძლიერი ხანძარი და სრულად ან ნაწილობრივ მწყობრიდან გამოვიდა დრონებით იერიშის შედეგად, რაშიც რუსეთის კიევს ადანაშაულებს.
13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.