რუსეთი: დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი

ს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით დაღესტანში ჩატარდა სპეცოპერაცია, დაკავებულია 3 პირი.
ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა ქალაქ კასპიისკში ჩაატარეს. ძალოვანების თქმით დაკავებულები “ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ”. ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, ტყვი-წამალი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
“მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის, ასევე არ არის დანაკარგი სპეცდანიშნულების რაზმის რიგებშიც”. – წერია კომიტეტის განცხადებაში.