რუსეთი: გავანადგურეთ 41 უკრაინული დრონი

ს თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 30 ივნისს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 41 დრონი გაანადგურა.
როგორც ანგარიშში წერია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უპილოტო საფრენი აპარატი ცენტრალური ფედერალური ოლქის თავზე ჩამოაგდო, ხოლო 15 – კურსკის ოლქში.
“გასული ღამის განმავლობაში შევაჩერეთ ს რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. საჰაერო თავდაცვის ძალების მორიგე ნაწილებმა ჯამში 41 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს”. – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იერიშისგან ან ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებისგან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.