“რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს” – სააკაშვილის წერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს თქმით, ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს.
სააკაშვილი მოუწოდებს დასავლეთს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მომავალში NATO-ს ქვეყნებში ომი თავიდან აიცილოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Telegraph აქვეყნებს.
“თუ რუსეთი შეძლებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, ომი დროებითი გაყინვის შემდეგ, მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
თავისუფალი სამყაროს ბედი ახლა ში წყდება. პუტინის ნდობა არ შეიძლება და რუსეთის პრეზიდენტი არ შეწყვეტს ექსპანსიონისტურ ამბიციებს, თუ უკრაინაში მშვიდობა ტერიტორიული დათმობების ხარჯზე დადგება”, – წერს სააკაშვილი.
ამასთან, ბრიტანული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე.
“სააკაშვილმა ციხეში სხეულის წონის ნახევარი დაკარგა მას შემდეგ, რაც 2021 წელს ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 6 წლით დააპატიმრეს, რაც მისი მხარდამჭერების თქმით, არის პოლიტიკური სასჯელი მმართველი [პარტიის], ქართული ოცნების მიერ, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც პრორუსული.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მაგრამ Amnesty International და ევროპის საბჭოს უფლებადამცველი ორგანიზაცია ეთანხმება ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალური მოძრაობას, რომ ის პოლიტიკური პატიმარია”, – წერს გამოცემა.