რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება

19
რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ი­სა და ლი­ე­ტუ­ვის მი­სა­მარ­თით შე­ფა­რულ მუ­ქა­რას აჟ­ღე­რებს და მათ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რაც კი­ე­ვის მიერ რუ­სულ ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს უკავ­შირ­დე­ბა.
მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი უკ­რა­ი­ნას რუ­სულ ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლებ­ზე შე­ტე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მტკი­ცე­ბით სა­მი­ვე ქვე­ყა­ნამ უკ­რა­ი­ნულ ძა­ლებს, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კუ­თა­რი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს.
მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ, გა­ნა­ცხა­და, რომ ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­მა “შე­სა­ბა­მი­სი გაფრ­თხი­ლე­ბა უკვე მი­ი­ღეს და თუ ამ ქვეყ­ნე­ბის რე­ჟი­მებს საკ­მა­რი­სი გო­ნი­ე­რე­ბა ეყო­ფათ, ისი­ნი მათ მო­უს­მე­ნენ, თუ არა და შე­დე­გებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წევთ”.
ზა­ხა­რო­ვას კო­მენ­ტა­რე­ბი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მიერ ბალ­ტი­ის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე რუ­სულ ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლებ­ზე იე­რი­შე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას მოჰ­ყვა.
კი­ე­ვის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე რუ­სე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ლე­ნინ­გრა­დის ოლქი იყო, რო­მე­ლიც ბალ­ტი­ის ზღვას ესა­ზღვრე­ბა და ეს­ტო­ნე­თის მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე­ობს
მოს­კო­ვის მტკი­ცე­ბით, ეს­ტო­ნეთ­მა, ლატ­ვი­ამ და ლი­ე­ტუ­ვამ უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და დრო­ნე­ბის­თვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე გახ­სნეს, რი­თაც კი­ევს ბალ­ტი­ის ზღვის პორ­ტებ­ზე დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ. სა­მი­ვე ქვე­ყა­ნამ ეს ბრალ­დე­ბე­ბი არა­ერ­თხელ უარ­ყო და მათ დე­ზინ­ფორ­მა­ცია უწო­და.