რუსეთი აცხადებს, რომ ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე ორი სავარაუდო ტერორისტი ლიკვიდირებულია

ს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 11 აპრილს განაცხადა, რომ ნალჩიკის მახლობლად „კონტრტერორისტულ ოპერაციის” დროს ლიკვიდირებული ორი პირი ტერაქტებს გეგმავდა. უწყებაში აღძული სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით: იარაღის უკანონო ტარება, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვა და სამართალდამცველების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.
ოფიციალური ვერსიით, 11 აპრილის დილით უსაფრთხოების ძალებმა ორი ეჭვმიტანილის შესახებ შეიტყვეს, რომლებიც ნალჩიკის მახლობლად მდებარე საბაღე მეურნეობის კუთვნილ შენობაში იმყოფებოდნენ. დანებების შეთავაზებაზე მათ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.
პასუხად უშიშროების სპეცრაზმის წევრებმა თავდამსხმელები გაანადგურეს. რუსეთის ეფ-ეს-ბეს ცნობით მოკლულები, სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, მაგრამ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი (NAC) არ აკონკრეტებენ, თუ რომლის. ასევე ზოგადად ითქვა,რომ ისინი ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე “დივერსიულის და ტერორისტული აქტების” დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილნი.
რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერეკსკის რაიონი, სადაც „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ ამოქმედდა, სამხრეთით საქართველოს ესაზღვრება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ