რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო წარმოების კომპლექსს დაარტყა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის სამხედრო წარმოების ობიექტებზე და თითოეული მათგანი წარმატებული იყო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულ სამხედრო საწარმოებზე, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალას აწარმოებენ, დარტყმები საჰაერო და სახმელეთო რაკეტებით განხორციელდა. ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის გადამოწმება, ამ დრომდე ვერ ხერხდება, – წერს საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა, სამშაბათს, ზე მასობრივი საჰაერო დარტყმები განახორციელა. მათი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები, ძირითადად, დედაქალაქ კიევს და ხარკივზე იყო მიმართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა