რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ყირიმს 38 დრონით შეუტია

ს მიერ ანექსირებული ს მიმართულებით გაშვებული 38 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 3 მარტს გამთენიისას. ინფორმაციას ავრცელებს „როიტერსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
უპილოტო აპარატების განადგურების შესახებ ცნობა ყირიმის ფეოდოსიის პორტში აფეთქებების ხმას მოჰყვა, რომლის შესახებაც მოქალაქეები სოციალურ ქსელში, ცოტა ხნით ადრე წერდნენ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს არის თუ არა მსხვერპლი.
3 მარტის ღამეს, ორი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო საგზაო მოძრაობა ფეოდოსიის სიახლოვეს, მათ შორის „ყირიმის ხიდზე“, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. ამ ინფორმაციას ანექსირებულ ყირიმში დანიშნული რუსი ჩინოვნიკები ავრცელებდნენ.
ს კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა