რუსეთი აცხადებს, რომ მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით

12 მარტს, დილით, რუსეთმა და მ ერთმანეთის წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით განახორციელეს შეტევები. არის ცნობები, რომ რუსეთში თავდასხმის სამიზნე გახდა ნავთობის საწყობი და გადამამუშავებელი ობიექტი, უკრაინის კუპიანსკში განადგურდა საცხოვრებელი სახლი.
ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით, ამასთან, უკრაინის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონის თავზე. სამინისტროს თანახმად, სულ 25 დრონი “გადაიტაცეს და გაანადგურეს”. 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის თავზე, შვიდი – ბელგოროდის, დანარჩენები – ბრიანსკის, ლენინგრადის, მოსკოვის, ორიოლისა და ტულის რეგიონების თავზე, აცხადებს სამინისტრო. არის ცნობები კიდევ ერთი დრონის ჩამოგდებაზე ქალაქ ვორონეჟის თავზე, დასავლეთ რუსეთში.
უკრაინას ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებია. ოფიციალური პირების თქმით, ორიოლის რეგიონში დრონი მოხვდა ნავთობის საწყობს, რამაც ხანძარი გამოიწვია, 17 ადამიანი ევაკუირებულ იქნა ახლოს მდებარე კორპუსებიდან. ნიჟნი-ნოვგოროდში დრონი მოხვდა ნავთობის საწყობს, გაჩნდა ცეცხლი – იუწყება რეგიონის გუბერნატორი გლებ ნიკიტინი.
პარალელურად, უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური აცხადებს, რომ რუსეთმა 12 მარტს ბომბი ჩამოაგდო საცხოვრებელ სახლზე ქალაქ კუპიანსკში, ხარკოვის რეგიონში. ბომბმა დიდი ზიანი გამოიწვია, რამდენიმე კერაზე გაჩნდა ხანძარი, თუმცა მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის – იუწყება სამსახური ტელეგრამით. უკრაინის დასავლეთში მდებარე ტერნოპილის რეგიონიდან სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ რუსეთის დრონმა ინფრასტრუქტურა დააზიანა, მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ