რუსეთი აჩერებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას და მიზეზად “ტოტალურ რუსოფობიას” ასახელებს

ს სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ მიიღეს განცხადება, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერებაზე. მოსკოვი ასევე შეწყვეტს მოსაკრებლის გადახდას.
“მიკერძოებული დისკრიმინაციული მიდგომები, ორმაგი სტანდარტები და ტოტალური რუსოფობია, საგნობრივი დისკუსიისთვის, მათ შორის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისთვის მზადყოფნის არქონა, მიუთითებს ეუთოს საპარლამენტო ურთიერთობის მექანიზმის უკიდურეს დეგრადაციაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
არსებულ სიტუაციაში “ბოლო წერტილად” რუსმა პარლამენტარებმა მიიჩნიეს რუმინეთის დემონსტრაციული უარი, ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად გაეცა ვიზები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის.
რუმინეთმა ადრე უარი თქვა რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.
რუსეთს არ მიუღია მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მინიმუმ ოთხ შეხვედრასა და სესიაში: დიდ ბრიტანეთში 2022 წელს, კანადასა და სომხეთში – 2023 წელს და წელს – ავსტრიაში. ლეონიდ სლუცკიმ, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, თებერვალში განაცხადა, რომ ასამბლეის მუშაობის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის წევრები “არსად არ ყოფილან მიწვეული”.

აპრილში სახელმწიფო სათათბიროს საბჭომ შეაჩერა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის შენატანების გადახდა 2023 წლისთვის. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტი შემოსავლების 6%-ს დაკარგავს მის მუშაობაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შემდეგ.