რუსეთი აშშ-ს გაყინული რეზერვების სანაცვლოდ, Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის უფლების მიცემას სთხოვს – Bloomberg
რუსეთი აშშ-ს გაყინული რეზერვების სანაცვლოდ, Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის უფლების მიცემას სთხოვს, ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-ს სთხოვა, სანქციების დაწესების შემდეგ დარჩენილი თვითმფრინავები იურიდიულად რუსეთის საკუთრებაში გადავიდეს და ის დაფინანსდეს რუსული გაყინული აქტივებით, რომლებიც ომის დაწყებისას ამერიკაში იყო განთავსებული. Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს თანხა $5 მილიარდ დოლარამდეა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის მოთხოვნა ავიაკომპანია Aeroflot-ისთვის ფინანსური სანქციების მოხსნასაც ითვალისწინებს.
