რუსეთი აფხაზეთის სამხედრო ბაზაზე სკოლას ააშენებს

რუსეთისა და ს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებმა, ანდრეი ბელოუცოვმა და ვლადიმირ ანუამ, გამართეს მოლაპარაკებები და ხელი მოაწერეს “მთავრობათშორის შეთანხმებას ს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის შექმნის შესახებ”, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეშვიდე სამხედრო ბაზაზე განთავსდება.
„აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სანდო მოკავშირეა სამხრეთ კავკასიაში. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში ვქმნით ერთიან თავდაცვით სივრცეს“, — განაცხადა ბელოუცოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ელემენტია რუსეთის სამხედრო ბაზა.
“რუსეთი აფხაზეთს ყველანაირ დახმარებას უწევს ეროვნული შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებასა და სამხედრო კადრების მომზადებაში”.
თავის მხრივ, აფხაზმა მინისტრმა ვლადიმირ ანუამ თქვა, რომ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო მაღალ შეფასებას აძლევს ბელოუცოვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირად წვლილს რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.