არ და ვერ შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მაკრონის თქმით, სასწორზე მთელი ევროპის ღირებულებები დევს, შესაბამისად, არ უნდა დაუშვან, რომ რუსეთმა უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს.
მისივე თქმით, ევროპელებმა უნდა განაახლონ თავიანთი მცდელობები უკრაინის დასახმარებლად.
“პირველ რიგში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ერთიანი მსოფლიო და არ დავემორჩილოთ განხეთქილების რისკს. უნდა ვეცადოთ, გვქონდეს ეფექტური დღის წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არ და ვერ შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას. რაც დევს სასწორზე, არის , ჩვენი ფასეულობები, უსაფრთხოება ევროპაში, კავკასიაში და მთლიან რეგიონში. 2024 წელი იქნება საკვანძო წელი ევროპელებისთვის. რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინაში ომის მოგების საშუალება და ევროპელებმა უნდა განაახლონ თავიანთი მცდელობები უკრაინის დასახმარებლად”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს