რუსეთი ამტკიცებს, რომ კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი დაიკავა

რუსეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. თავდაცვის სამინისტროს თქმით, მისმა ძალებმა კონტროლი დაამყარა ქალაქ კურახოვიზე, პოკროვსკიდან 32 კმ-ით სამხრეთით. პოკროვსკი უკრაინელთათვის ერთ-ერთ ლოგისტიკურ ჰაბად მიიჩნევა, რომლისკენაც ს ჯარი უკვე თვეებია ცდილობს დაწინაურებას და წინ მიიწევს. უკრაინას კურახოვიზე კონტროლის დაკარგვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
უკრაინის პრეზიდენტი, ამბობს, რომ მოსკოვს ბოლო 5 თვის განმავლობაში რუსეთის კურსკის რეგიონში დიდი დანაკარგები აქვს და დაახლოებით 15 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული. პრეზიდენტს კურახოვის საკითხი არ უხსენებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ კურახოვი მის ძალებს დონეცკის რეგიონში წინსვლის დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს. ის ასევე ამტკიცებს, რომ პოკროვსკიდან 8 კმ-ის დაშორებით ერთ-ერთი სოფელი დაიკავა.
უკრაინის ჯარის გენერალური შტაბი ორშაბათს ღამით აცხადებდა, რომ რუსეთმა კურახოვში უკრაინის პოზიციების ირგვლივ 25-ზე მეტი იერიში მიიტანა, თუმცა კონტროლის დაკარგვის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ზოგიერთი ბლოგერი წერდა, რომ კურახოვი თითქმის დაკარგულია, უკრაინული მონიტორინგის ჯგუფი “DeepState” კი რომელიც ფრონტის სიახლეებს აკვირდება, ღია წყაროებზე დაყრდნობით აჩვენებდა, რომ კურახოვის უდიდესი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო.
უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში კურსკის რეგიონში ტერიტორიის დაკავება იყო. რუსეთის ძალები უკრაინის აღმოსავლეთში კი ბოლო დროს წინ მიიწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი