რუსეთი „აზოვსტალის“ დამცველის მამუკა გაწერელიას „გასამართლებას“ გეგმავს

რუსეთი გეგმავს „საჩვენებელი“ „სასამართლო პროცესის“ მოწყობას საქართველოს მოქალაქე 22 წლის მამუკა გაწერელიაზე, უკრაინის არმიის მებრძოლზე, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ თავდაცვაში მონაწილეობდა. ამის შესახებ, 22 დეკემბერს, ოკუპირებულ მარიუპოლში ყოფნის დროს, ს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა.
„წელიწადი და რვა თვეა ტყვეობაშია, ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავდათ, ვიცი რომ აწამებდნენ და სცემდნენ. შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს დალი ჩხეიძე, ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას დედა
მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა მარიუპოლში, მტრის ალყაში მოქცეული, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და „აზოვსტალი“ დატოვეს. დან დევნილი გაწერელიების ოჯახი აქამდე მისი ტყვეობის ამბავს არ ახმაურებდა.
„წელიწადი და რვა თვეა ტყვეობაშია, ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავდათ, ვიცი რომ აწამებდნენ და სცემდნენ. შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამჟამად, ვლადიმირის ოლქში, ქალაქ კოვროვთან, ერთ-ერთ ციხე-კოლონიაში ჰყავთ. გავიგე, რომ ფილტვების ანთება გადაუტანია და ახლა შედარებით უკეთ არისო.
სხვა არაფერი ვიცი. დახმარებისთვის წერილი მივწერე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თბილისში შევხდი უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე. ჯერჯერობით, საიმედოს ვერაფერს მეუბნებიან“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ მამუკა გაწერელიას დედამ დალი ჩხეიძემ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეკერილი საქმის მიხედვით, გაწერელიას „რუსეთის არმიის ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფის ბრალდებით“, რუსეთის ტერიტორიაზე „გაასამართლებენ“. ე.წ „ბრალდებაში“ ოკუპანტებმა ასევე ჩაწერეს, რომ თითქოს, გაწერელია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ „გადაიბირა“.
სინამდვილეში, 20 წლის მამუკა გაწერელია ში რუსეთის საოკუპაციო ჯარის შეჭრიდან, ძალიან მალე, მოხალისედ შეუერთდა უკრაინის დამცველებს. მამუკას ოჯახი აფხაზეთიდან, სოხუმიდან დევნილია. მამუკას მამა ასევე გმირულად იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
„2022 წლის მარტში გაწყვიტა კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და წავიდა მოხალისედ უკრაინაში. საკუთარი სურვილით. სწამდა რომ ეს იყო ბრძოლას საქართველოსთვის. შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა „აზოვსტალის“ დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა“ – გვითხრა მამუკას დედამ.
მამუკას ჩასმა ტყვეთა გაცვლის პროგრამაში ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს ქართული პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“, ე.წ Наёмник-ად მიიჩნევენ“ ლაშა დიაროვი
რუსეთი იმის გამო, რომ მამუკა გაწერელია საქართველოს მოქალაქეა, კატეგორიულ უარს ამბობს, რომ იგი რუს ტყვეებში გაცვალოს. „მამუკას დატყვევების შესახებ ინფორმაცია დედამისისგან გავიგე, მისივე თხოვნით ამ ინფორმაციას არ ვახმაურებდით. ჩვენ თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი ძალებით დავუკავშირდით უკრაინის ხელისუფლებას, ვთხოვეთ, ამ საქმეში გარკვეულიყვნენ და როგორმე მამუკა ტყვეთა გაცვლის პროგრამაში ჩაესვათ.
სამწუხარო ის არის, რომ მამუკას ჩასმა ამ პროგრამაში ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს ქართული პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“, ე.წ Наёмник-ად მიიჩნევენ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ლაშა დიაროვმა “ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის” დამფუძნებელმა. ეს ორგანიზაცია ტყვეთა ოჯახებს უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირში ეხმარება.
ლაშა დიაროვის თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ საქმე გაწერელიას წინააღმდეგ თავიდან ბოლომდე შეკერილია. მამუკას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში. ლეგიონი თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია.
„მამუკა არის გმირი, მებრძოლი, მეომარი, რომელიც მოხალისედ იბრძოდა იქ, არავის ეგონოს რომ ფულის გამო იყო. წარმოიდგინეთ, პირველივე დღეებში ჩავიდა, როცა უკრაინას ძალიან უჭირდა, ფინანსურადაც უჭირდა, საჭმელი არ იყო ფაქტობრივად, პირველ დღეებში. ამ მაგ პერიოდში იბრძოდა ეს ბიჭი და იცავდა უკრაინას და საქართველოს. რუსები ახლა აპირებენ რომ გაასამართლონ და ჩასვან ციხეში. უკრაინის ხელისუფლებამ სცადა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტი არის ის, რაც არის“ – ამბობს დიაროვი.
რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ამჟამად, მამუკა გაწერელიას გარდა, ასევე არიან უკრაინის მოქალაქე ეთნიკური ქართველები: მიხეილ ჭინჭარაული და ზაქარია ნონიაშვილი. ეს მებრძოლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ და ტყვედ „აზოვსტალის“ დატოვების შემდეგ ჩავარდნენ.
მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის 107-ე ბრიგადის მებრძოლ ზაქარია ნონიაშვილთან ერთად, ტყვედ მისი მეუღლე, 109-ე ბრიგადის მებრძოლი ტატიანა ნონიაშვილიც ჩავარდა. რუსებმა ტატიანა 2022 წლის ნოემბერში გაცვალეს, თუმცა, 2023 წლის იანვარში, იგი დედასთან და ქალიშვილთან ლიანა ნონიაშვილთან ერთად, ქალაქ დნიპროში, რუსეთის საზარელი დაბომბვის დროს დაიღუპა.
2023 წლის ნოემბერში, ანექსირებულ ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ კრემინასთან ახლოს ტყვედ ჩავარდნენ: უკრაინის არმიის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონის მებრძოლები, საქართველოს მოქალაქეები გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე.
ოკუპანტებს მარიუპოლში აყვანილი ქართველი ტყვეები ჯერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ოლინივკას ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ. შემდეგ მამუკა გაწერელია და მიხეილ ჭინჭარაული რუსეთში, ვლადიმირის ოლქში მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს.
უკრაინული წყაროების ცნობით, ეს კოლონია, ქალაქ კოვროვთან, რომელიც 1500 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად გადაჭედილია და იქ 300-ზე მეტი უკრაინელი ტყვე იმყოფება. 8 კაციან საკნებში, რუსებს 15-20 ტყვე ჰყავთ გამოკეტილი.
მათ შორის, უკრაინელი სამოქალაქო პირებიც არიან. ისინი ოკუპანტებს ყოველგვარი ბრალდების გარეშე ჰყავთ გატაცებული. ერთ-ერთ მათგანია დმიტრო ხილიუკი, უკრაინის საინფორმაცია სააგენტო УНІАН-ის ჟურნალისტი, რომელიც რუსებმა 2022 წლის გაზაფხულზე, კიევთან ახლოს, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ოკუპანტები დღემდე უარყოფენ, რომ ხილიუკი კოვროვის კოლონიაშია.
2022 წლის დეკემბერში, კოვროვის კოლონიაში ცემით მოკლეს უკრაინელი ტყვე, ნიკოლაეველი მატროსი ნიკოლაი ჩელნაკოვი. რუსებმა სიკვდილი „გულის მწვავე უკმარისობას“ „დააბრალეს“, თუმცა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერილ ვიდეოში, ტყვე ჯარისკაცი ამბობდა, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის.
„ციხიდან ორი წერილის გამოგზავნა მოახერხა, შემდეგ ექვსი თვე გავიდა და კონტაქტი აღარ გვქონია” ნონა ნონიაშვილი, რუსების ტყვეობაში მყოფი ზაქარია ნონიაშვილის და
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში რჩება ზაქარია ნონიაშვილი, იგი ამჟამად ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, გორლოვკის ციხეში იმყოფება. „ციხიდან ორი წერილის გამოგზავნა მოახერხა, შემდეგ ექვსი თვე გავიდა და კონტაქტი აღარ გვქონია. ველოდებით რომ გაცვალონ და აღარ დაადგა საშველი“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ზაქარია ნონიაშვილის დამ ნონა ნონიაშვილმა.
რაც შეეხება, ტყვეობაში მყოფ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს გიორგი ჩუბითიძესა და გიორგი გოგლიძეს, ბოლო ინფორმაციით, ისინი ოკუპირებული ლუჰანსკის კოლონიაში ჰყავდათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გადაეყვანათ.
ოკუპირებულ მარიუპოლში ბოლო ვიზიტის დროს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინმა თქვა, რომ ჩუბითიძისა და გოგლიძის წინააღმდეგ „მტკიცებულებები“ „გროვდება“ და „ბრალს“ მალე „წაუყენებენ“.
„ჩვენთვის ამ წუთისთვის ცნობილია ამ ხუთი ქართველის შესახებ, რომლებიც ტყვედ არიან. აქედან, ნაწილი აქვს საქართველოს, ნაწილს უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა ისინი ყველა საქართველოში დაიბადა, გაიზარდა და ხუთივე მათგანი ქართველია.
ნიკოლოზ ბერიანიძე ასევე „აზოვსტალის“ თავდაცვაში მონაწილეობდა და ისიც 2022 წლის მაისში ჩავარდა ტყვედ. რუსული წყაროების ცნობით, იგი 2023 წლის ზაფხულში გაცვალეს, თუმცა, უკრაინული მხარესთან ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა
დარწმუნებული ვარ, რომ ტყვეობაში არიან ისეთებიც, ვის შესახებაც ინფორმაცია არ გვაქვს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინაში. გარდა იმ მოხალისეების ლეგიონებისა, ისედაც უკრაინის არმიაში უამრავი ქართველი ირიცხება. ოფიციალურად, დაახლოებით, 4 ათასამდე ქართველი იბრძვის“ – გვითხრა ლაშა დიაროვმა.
როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, კიდევ ერთი ეთნიკური ქართველი, უკრაინის მოქალაქე ნიკოლოზ ბერიანიძე ასევე მშობლიური ქალაქ მარიუპოლის და „აზოვსტალის“ თავდაცვაში მონაწილეობდა და ისიც 2022 წლის მაისში ჩავარდა ტყვედ.
ბერიანიძე ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, გორლოვკის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. რუსული წყაროების ცნობით, იგი 2023 წლის ზაფხულში გაცვალეს, თუმცა, უკრაინული მხარესთან ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა.
რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს სახელმწიფოს რუსული ტყვეობიდან საკუთარი მოქალაქეების დასახსნელად?
„რადგან საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ ქართული მხარის აქტიურობაც უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალ დონეზე, თუ მოინდომებს საქართველოს ხელისუფლება, მათ შეუძლიათ რუსებთან კომუნიკაცია, მათთვის რუსებთან ურთიერთობა ახალი არ არის, რამდენად გააკეთებენ ამას, ეს უკვე რთული სათქმელია“ – მიაჩნია ლაშა დიაროვს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ქართველი ტყვეების გამოხსნა, პირველ რიგში უკრაინის პასუხისმგებლობაა. „სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით, გარკვეულ მოქმედებას უკრაინა ახორციელებს, რადგან უკრაინაა ომის მხარე. როგორც მოქალაქეზე, საქართველოს შეუძლია იზრუნოს მხოლოდ ამ ფორმატში: წითელი ჯვარი და შვეიცარიის საელჩო“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მ.