რუსეთის ჯარში შიდსის ეპიდემიამ იფეთქა, ინფიცირებულების რიცხვი 40-ჯერაა გაზრდილი. ამის შესახებ კვლევაში კარნეგის ცენტრი წერს.
ცენტრის ცნობით, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ომის ფონზე საველე ჰოსპიტლებში შპრიცები არ ყოფნით და ერთ შპრიცს რამდენჯერმე იყენებენ.
რუსეთი ახლა უკვე იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც აივ ინფიცირება მზარდია, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ეს რიცხვი იკლებს.
ერთ ერთ მიზეზად მკვლევრები დახმარების საერთაშორისო ფონდების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. არასამთავრობოების აკრძალვამ, შესაბამისად – სერვისების გაქრობამ და LGBTQ საზოგადოების ექსტრემისტულ ორგანიზაციად” შერაცხვამ აივ ინფიცირების გამოვლენისა და მკურნალობის სერვისები შეამცირა.
აივ ინფიცირებულებისთვის საჭირო ანტივირუსული მკურნალობა ძვირი ჯდება და მას სწორედ ის ფონდები აფინანსებდნენ, რომლებიც რუსეთმა აგენტებად გამოაცხადა და ქვეყანაში საქმიანობა აუკრძალა წერს”- კარნეგის ფონდი კვლევაში.