რუსეთის ჯარი პოკროვსკის ალყაში მოქცევას და ლოგისტიკის გარეშე დატოვებას ცდილობს – დაჯგუფება “ხორტიცა”

რუსეთის ჯარები ცდილობენ გვერდიდან მოუარონ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს, რათა გადაუჭრან ლოგისტიკური კვანძები და ამით ქალაქი ოპერატიულ ალყაში მოაქციონ. ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება “ხორტიცას” სპიკერმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა 2 იანვარს, ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
ტრეგუბოვმა დასძინა, რომ ს არმია უკვე ჩიხშია მოქცეული და დიდი დანაკარგები განიცადა ქალაქის ბრძოლების დროს ჩასივ იარსა და კურახოვოში და, შესაბამისად, თავს არიდებს ფრონტალურ თავდასხმებს პოკროვსკში.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, პოკროვსკის მიმართულებით ყველაზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინიციატივის მოსაპოვებლად და წინააღმდეგობის გასატეხად, რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 38-ჯერ შეუტიეს. ამასთან რაოდენობით აღმატებული რუსეთის არმია იყენებს ჩვეულ ტაქტიკას – უპილოტო ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით მცირე-მცირე ჯგუფების შეტევას.
რუსეთის არმიამ პოკროვსკისკენ იერიშები დეკემბრის ბოლოს წამოიწყო, მაგრამ, უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსი სამხედრო ჯერჯერობით ქალაქის განაპირამდეც ვერ ახერხებენ პოზიციების გამაგრებას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან