რუსეთის ჯარებმა ხარკოვი და ხერსონი დაბომბეს

24 ივლისს, დღისით ს ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თანახმად, დღის ორი საათისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 33 ადამიანი.
დანგრეულია ელექტროქვესადგური და სამკერვალო საწარმო. დაზიანებულია სახლები. დამწვარია სულ მცირე 15 ავტომობილი.
24 ივლისს, დღისით რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქ ხერსონის ცენტრალურ ნაწილსაც. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანებულია სასწავლებლის შენობა და ორი სამედიცინო დაწესებულება.
24 ივლისს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს უკრაინის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და ჩერკასის ოლქებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 4 ფრთოსანი რაკეტა და 103 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან მოგერიებულია 1 რაკეტა და 90 დრონი.
საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 3 რაკეტით და 13 უპილოტო საფრენი აპარატით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია 11 ადგილზე.
ზე მორიგი შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტრადიციული შინაარსის განცხადება, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით და დრონებით დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და ენერგოსექტორის ობიექტებს.