რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე

უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად ქალაქ ვინიცაში სულ მცირე 4 ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, დარტყმა იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
დრონებით მასირებული შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 3 ადამიანი. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე.
მასირებული შეტევა იყო ქალაქ კრივოი-როგზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებთან ერთად ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენეს. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა 17 წლის ბიჭი. დანგრეულია სამოქალაქო საწარმო. ქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილზეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)