რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ქალაქ ბელი ცერკვიში ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები. ხანძარი გაჩნდა სავაჭრო და სამრეწველო ობიექტებზე.
დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია ქალაქ სუმიში. ამის შესახებ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტიომ კობზარი იუწყება. დაზიანებულია ოთხი სახლი. ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ობიექტებს.
რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალი არ არის.
ფორუმი
