რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს სოფელი დაბომბეს | დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი

რუსეთის ჯარებმა მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლი, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი დაბომბეს. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია რეგიონის გუბერნატორის იური მალაშკოს Telegram-ის პოსტზე დაყრდნობით წერს.
“დღეს 11:40 საათზე რუსებმა საარტილერიო შეტევა განახორციელეს მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლზე ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ბილენკეში. მტრის დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. აფეთქების ტალღებმა მანქანა დააზიანა.” – წერს მალაშკო.