რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩეჩნეთი რუსეთში ყველაზე უსაფრთხო რეგიონია

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩეჩნეთი რუსეთში ყველაზე უსაფრთხო რეგიონია. მათი მონაცემებით, 10 000 მოსახლეზე ჩეჩნეთში მხოლოდ 16 დანაშაული ხდება. შედარებისთვის, დანაშაულის ეროვნული საშუალო მაჩვენებელი 121-ია. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები ინგუშეთსა და დაღესტანს უკავია. დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კარელიაში, ზაბაიკალის მხარესა და ალტაის რესპუბლიკაშია.
გამოცემა Nexta წერს, რომ რეალურად ჩეჩნეთი არის რეგიონი, სადაც დანაშაულების შესახებ ხშირად საერთოდ არ ავრცელებენ ინფორმაციას და ხშირად საჩივრის შეტანაც კი საშიშია – ან „საჩივარი არ არსებობს“, ან საკითხი „არაფორმალურად წყდება“ – წერს გამოცემა.