რუსეთის შეტევების შედეგად უკრაინაში დაიღუპნენ სამოქალაქო პირები, დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა

უკრაინის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ს მხრიდან ღამით განხორციელებული მორიგი დარტყმების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მძიმედ დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა – აცხადებენ რეგიონული ოფიციალური პირები და არმიის წარმომადგენლები 9 მაისს.
რუსეთის მხრიდან ცეცხლს სამხრეთის ქალაქ ნიკოპოლში ემსხვერპლნენ 62 წლის კაცი და 65 წლის ქალი, დაიჭრა კიდევ ორი პირი, დაზიანდა სახლები და გზები – წერს დნეპროპეტროვსკის რეგიონის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი ტელეგრამით.
მდინარე დნეპრის მეორე სანაპიროდან რუსეთის ძალები ხშირად უხსნიან ცეცხლს ნიკოპოლს და უკრაინის სხვა ქალაქებს. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ მათ სისტემატურად მიაქვთ იერიშები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე, რაც იწვევს სერიოზულ ზიანს და ელექტროენერგიის დეფიციტს როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიული მომხმარებლებისთვის.
უკრაინის კომპანია Ukrhydroenerho 9 მაისს აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად მძიმედ დაზიანდა ორი ჰიდროელექტროსადგური და ისინი გათიშულია. კომპანია სადგურებს არ ასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს