რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკვე დაკარგა თავისი საზღვაო ხომალდების მესამედი-სპიკერი პლეტენჩუკი

ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა თავისი ხომალდების დაახლოებით მესამედი, – ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა.

“ეს არის მნიშვნელოვანი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ დარჩენილია გარკვეული სამუშაო. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილ ათობით ხომალდებს, რომლებიც მათ შავ ზღვის აკვატორიაში ჰყავთ“, – განაცხადა პლეტენჩუკმა.
უკრაინის ფლოტში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის უწყების წარმატებული მუშაობის წყალობით, შესაძლებელი გახდა შავ ზღვაზე უკრაინული ექსპორტისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო გადაზიდვების აღდგენა, რომლის დაბლოკვაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში სცადა.
უკრაინის შეფასებით, რუსეთი სერიოზულად ემუქრება შავი ზღვის უსაფრთხოებას. „სამხედრო ფლოტის დანაკარგების ფონზე ოკუპანტებმა გააძლიერეს საავიაციო კომპონენტი და შავი ზღვის რეგიონში მუდმივად მორიგეობენ რუსული თვითმფრინავები, რაც უკრაინისთვის პრობლემაა,”-აღნიშნა დიმიტრი პლეტენჩუკმა.
ამჟამად საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენას და განვითარებას ცდილობს, რომელიც რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას გაუნადგურდა.

ცნობილია, რომ უკრაინელი მეზღვაურები იძულებულნი გახდნენ ნიკოლაევში ჩაეძირათ ქვეყნის ფლაგმანი ხომალდი „ჰეტმან საგაიდაჩნი“, რათა ის რუსეთს არ ჩავარდნოდა ხელში.

უკრანის სამხედრო ფლოტისთვის ახალი ხომალდები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენდება და უცნობია, თუ როდის მიიღებენ ისინი მონაწილეობას, ან რა როლს შეასრულებენ რუსეთ-უკრაინის ომში. არსებობს საფრთხე, რომ სთვის განკუთვნილი ხომალდები უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლისთანავე რუსეთის ძვირფას სამიზნედ იქცნენ.