რუსეთის ქალაქ ორენბურგის მერი, კაშხლის გარღვევის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამო, მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ს ქალაქ ორენბურგის მერმა სერგეი სალმინმა, ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ქალაქის მერი „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ ექსპერტების პროგნოზით, წყლის დონემ, შესაძლოა, სახიფათო ნიშნულს გადააჭარბოს.
„წყალი შეიძლება ღამით მოვარდეს, თქვენ საფრთხეში აყენებთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს! აბსოლუტურად ყველამ, ვინც წყალდიდობის ზონაშია, უნდა დატოვოს სახლები. ნუ გადადებთ ევაკუაციას!”- აცხადებს მერი.
მისი თქმით, უახლოეს ორ დღეში ვითარება მხოლოდ გაუარესდება. „წყლის დონე, ექსპერტების პროგნოზით, გადააჭარბებს საშიშ დონეს. ნუ დაელოდებით ამას! წადით ახლავე”, – წერს მერი.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, დილით მდინარე ურალში წყლის დონემ 872 სანტიმეტრი შეადგინა, დაიტბორა 2 015 მიწის ნაკვეთი და 1 535 კომლი.
შეგახსენებთ, 5 აპრილს, რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქში, ორსკში, მდინარე ურალზე კაშხალი გაირღვა, რის შედეგადაც ქალაქის ბევრი უბანი დაიტბორა. წყალდიდობის საფრთხის წინაშე სხვა ქალაქებიც აღმოჩნდნენ. ოლქში ადამიანების მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. ორენბურგის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შეფასებით, მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა