რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კიევის რეჟიმის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა“, – დაწერა ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამის არხზე.
ნოვოროსიისკის მერის ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო