რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკიდან ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო ს კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე, სადაც სამხედრო-საზღვაო ბაზა და სხვა სამხედრო ობიექტებია განთავსებული.
პირველი ცნობები აფეთქებების შესახებ ღამის სამი საათის შემდეგ გავრცელდა. ნოვოროსიისკის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნახევარ საათზე მეტია ზღვის მხრიდან აფეთქებები ესმით.
მოგვიანებით, ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სამხედროები უეკიპაჟო კატერების შეტევას იგერიებენ და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ და თავი შეიკავონ ზღვის მახლობლად, ღია სივრცეში ყოფნისგან.
ს ნოვოროსიისკზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის ამ ქალაქზე უპილოტო აპარატებით მასირებული შეტევა იყო 17 მაისსაც. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ წყალზედა და საჰაერო დრონებით ჩატარებული მათი ერთობლივი ოპერაციის სამიზნე იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები და სხვა მცურავი საშუალებები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რიში სუნაკი მოსახლეობას – თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, მოვისმინე თქვენი გაბრაზება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე – მე დავტოვებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს