რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე მორიგი შეტევა იყო

რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და მის მიმდებარე რაიონებში დღეს ისევ საჰაერო განგაში იყო. ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 10 ჭურვი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.
რუსეთი ისევ ს ადანაშაულებს „ტერორისტული შეტევის მცდელობაში“. კიევში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს რუსი მოხალისეები აწარმოებენ.
ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, დილით ქალაქ ბელგოროდის და მისი მიმდებარე რაიონების დაცხრილვის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. გლადკოვის ინფორმაციით, დაზიანებულია 30-მდე ბინა და ელექტროგადამცემი ხაზები. ქალაქ ბელგოროდში ენერგომომარაგება შეუწყდა 5 ათასამდე აბონენტს.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დაზიანებულია ოლქის ყველაზე დიდი კულტურულ-სპორტული კომპლექსი „ბელგოროდ არენაც“.
ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ს ბატალიონმა“ 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ამ შეიარაღებული ფორმირებების წევრები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.
განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო და სკოლებში სასწავლო პროცესი შეეჩერებინა. ოლქის გუბერნატორ გლადკოვის თანახმად, 12 მარტის შემდეგ დაიღუპა 20 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
გრაივორონის რაიონის ხელმძღვანელმა გენადი ბონდარევმა ამ რაიონში დარჩენილ მოსახლეობას დღეს მოუწოდა, „დაძაბული სიტუაციის“ გამო „სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“ და რაიონი დროებით დატოვონ. ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონი უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრმა, მოსახმობი სახელით „ფორტუნა“, 19 მარტს უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში მიმდინარეობს შეტევის განვითარება და წინსვლა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსი მოხალისეების მთელი რეზერვი.
19 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსანტების და უცხოელი დაქირავებულების შეღწევის ყველა მცდელობა ჩაიშალა“. პუტინის თანახმად, „მტრული დაჯგუფებები აპირებდნენ ნამდვილ ტერორისტულ რეიდს ბელგოროდის და კურსკის ოლქების ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში“, თუმცა „მისადგომებთან ცეცხლით დახვდნენ“ და მათ „დიდი დანაკარგი განიცადეს”.
პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა „ს რეჟიმის” ხელით რუსეთის წინააღმდეგ რადიკალური დაჯგუფებების გამოყენებაში და უშიშროების ფედერალური სამსახურისგან მოითხოვა ანტიტერორისტული მუშაობის გაძლიერება, რადგან „მოწინააღმდეგე ძლიერი და საშიშია“.

ასევე დაგაინტერესებთ