რუსეთის ქალაქებს – ორიოლსა და კურსკს დრონებმა შეუტიეს

რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქ ორიოლში 9 იანვარს ორი დრონი ჩამოვარდა სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე, იტყობინება რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი კლიჩკოვი.
მისი ცნობით, გაჩენილი ხანძარი სწრაფად ჩააქრეს.
მოგვიანებით, იმავე დღეს, კლიჩკოვმა დაწერა, რომ „მტრის“ დრონებით ამ იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორმა მათგანმა უარი თქვა საავადმყოფოში წაყვანაზე. მესამე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა ორიოლის ოლქის დაუსახლებელ არეალში.
ოპერატიული ქრონიკის ტელეგრამის არხების „112“-ისა და „მეშის“ თანახმად, თავდასხმა ორიოლში მოხდა ორ სხვადასხვა ობიექტზე, ნავთობგადამამუშავებელ ბაზაზე – „ორიოლნეფტეპროდუქტსა“ და „ორიოლენერგოს“ შენობაზე. ღია მონაცემების თანახმად, იქ არის ადგილობრივი ენერგოსისტემის სადისპეტჩერო ცენტრი. ამ ობიექტებს შორის 11 კილომეტრია.
9 იანვარს განგაში იყო ორიოლის მახლობლად მდებარე კურსკში. ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თანახმად, უკრაინის მხრიდან ცეცხლის დაშენის შედეგად სოფელ გორნალში ნამსხვრევებმა იმსხვერპლა ქალი. იერიშის შედეგად დაზიანდა ორი სახლი. თვითმფრინავის ტიპის დრონი ჩამოაგდეს კურჩატოვის რაინში, სადაც მდებარეობს, კურსკის ატომური ელექტროსადგური.
„მეშის“ ცნობით, კურსკის ოლქში დრონები კურსკის აეროპორტისკენ მიფრინავდნენ. ს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კურსკის და ორიოლის ოლქების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის რვა დრონი. ამავე წყაროს თანახმად, ერთი დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის თავზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ორიოლის ნავთობბაზაზე თავდასხმა სექტემბერშიც მოხდა და საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ